“დეკადერი” სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის მაღალკონკურენტულ დარგში 2022 წელს გამოჩნდა და გამოცდილი გუნდის წყალობით მალევე მოიპოვა სანდოობა. Კომპანია Კერძო და საჯარო სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კონსტრუქტორთა გუნდმა დააფუძნა. “დეკადერს” აქვს ამბიცია და ხედვა, რომელიც თანამედროვე გადაწყვეტებზე, ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იდეა რომელსაც კომპანია პასუხობს სიზუსტეზე გათვლილი ხარისხისა და უნიკალური გამოცდილების შექმნას ემსახურება.
ჩვენი ღირებულებები
გვჯერა რომ პროფესიონალური მიდგომა, პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ექსპერტულ ანალიზთან ერთად, მდგრადი შედეგის გარანტია. “დეკადერში” პატივს ვცემთ თანამშრომლობის ნდობასა და ზრუნვაზე დაფუძნებულ ფორმატს. თითოეულ პროექტზე მუშაობა სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით – დროულ და მაღალპროფესიულ შედეგს უზრუნველყოფს.
ჩვენი გუნდი
“დეკადერი” სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს და ახალბედა სპეციალისტებს აერთიანებს. გუნდის წევრების უმრავლესობას სფეროში მუშაობის 20-25 წლინი გამოცდილება აქვს. Ჩვენს მიზანს პროექტირების დარგში წამყვანი პოზიციების დაკავება წარმოადგენს, რაც კომპანიის მუდმივ ზრდასა და განვითარებას საჭიროებს. “დეკადერი” ზრუნავს გუნდის წევრების გადამზადებასა და თანამედროვე სტანდარტების პროაქტიულად დანერგვაზე, რასაც სამუშაო პროცესი ახალ საფეხურებზე გადაჰყავს.
დარგში მომუშავე გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტებისა და კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვის წყალობით, დეკადერის პორტფოლიო ათობით დაპროექტებულ შენობა-ნაგებობას აერთიანებს. Საცხოვრებელი კომპლექსები, სამრეწველო ნაგებობები, საჯარო სივრცები – თითოეული პროექტი “დეკადერის” გუნდისთვის განურჩევლად მნიშვნელოვანი და ღირებულია.
ჩვენი პრიორიტეტები
საიმედოება რომელსაც “დეკადერი” ქმნის გუნდური მუშაობისა და მართვის იმ სტილის შედეგია რომელიც თავის თავში აერთიანებს პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს, დისციპლინარულ მიდგომას, კლიენტებთან ღია და ეფექტური კომუნიკაციის მზაობასა და შედეგზე ორიენტირებას. Ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული დამკვეთის დროს, ხედვასა და ღირებულებებს, და ვთავაზობთ პარტნიორობის ისეთ ფორმარტს რომელიც ხარისხიან შედეგთან ერთად მოქნილ სამუშაო პროცესსაც აერთიანებს